RU / GE

Arcon Industries Georgia LLC

ძირითადი გამოყენება

სერიალიზაცია და აგრეგაცია

ეს არის შეფუთვის ეტაპზე თქვენს ქარხნებში წარმოებული პროდუქციის სერიალიზაციის სისტემები.

სერიალიზაციის სრული პროგრამა წარმოადგენს კონკრეტული პროდუქტის მიწოდების ქსელის  დეტალურ ჩანაწერს  მწარმოებლიდან  საბოლოო მომხმარებლამდე.  უპირველეს ყოვლისა, პროგრამა მიზნად ისახავს ფარმაცევტული პროდუქტის ფალსიფიკაციისგან დაცვას,  თუმცა  მისი გამოყენება აგრეთვე ხდება  სხვა ინდუსტრიებში (კოსმეტიკური, ქიმიური, საკვები).  პროგრამა ამავდროულად ითვალისწინებს თითოეული პროდუქტის უნიკალური სერიალიზაციის უზრუნველყოფას, კავშირის ჩაწერას ცალკეულ პროდუქტებსა და კონტეინერებს და კოლოფებს შორის საწყობის ლოგისტიკის ჩათვლით. 


გადაწყვეტილება თქვენი კომპანიისთვის: 

   



 

Track&Trace



პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის მართვა

 

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ტექნოლოგიის განვითარებასა და სურსათზე, ფარმაცევტულ და თამბაქოს ნაწარმზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად,  ყველაზე ცნობილი ბრენდებისა  და ყველაზე პოპულარული პროდუქტების გაყალბების  საფრთხეც  ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება.  

Track & Trace  - სისტემა საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ ინდივიდუალური კონტროლი მზა პროდუქციის თითოეულ ერთეულზე მარკირებისა და რეალიზების  მთელ ქსელში დაწყებული  მწარმოებელიდან და დასრულებული საბოლოო მომხმარებელამდე.


უპირატესობა  თქვენი კომპანიისთვის: 

  • - დეფექტით და  პროდუქტის  დაბრუნებით  გამოწვეული დანაკარგების შემცირება;  
  • - დისტრიბუციის გამჭვირვალობა.  სადისტრიბუციო ქსელებისთვის დისტრიბუციის თანამედროვე  მეთოდების წარდგენა; 
  • - პროდუქციის დაცვა ფალსიფიკაციისა და კონტრ-ფაქტებისგან; 
  • - წარმოებული პროდუქციის ხარისხის მიმართ მომხმარებელთა ნდობის ზრდა.