RU / GE

Arcon Industries Georgia LLC

ტექნოლოგიის შესახებ

 

თერმული ჭავლური ტექნოლოგია (ე.წ. BubbleJet) კარგად აპრობირებული ბეჭდვის მეთოდია, რომელიც არის სუფთა, საიმედო, არ საჭიროებს დიდ ხარჯებს მომსახურებაზე  და დიდი  ფართს  წარმოებისთვის.

Domino-ს  G Series-ის  თერმული ჭავლური პრინტერები ფართოდ გამოიყენება ფარმაცევტული, კვებითი პროდუქტების, კოსმეტიკური,  პირადი ჰიგიენის პროდუქტების წარმოებასა  და თამბაქოს ინდუსტრიაში.


თერმული ჭავლური  ბეჭდვის უპირატესობები: 

  • მაღალი სიჩქარე - მაღალხარისხიანი ბეჭდვა  მაღალ სიჩქარეზე ასობით მიკროსკოპული საქშენის მეშვეობით, რომლებიც მუშაობენ მაღალი სიხშირით
  • ბეჭდვადი  გრაფიკისა  და ტექსტის მაღალი ხარისხი  ბეჭდვის ზედაპირზე მელნის წვეთების ძალიან ზუსტი განლაგების შედეგად
  •  გამოყენების სიმარტივე- სპეციალური ტრენინგი არ არის საჭირო პრინტერების დაყენებისა და ექსპლუატაციისთვის. 
  • მაღალი საიმედოობა ექსპლუატაციის  მინიმალური ხარჯებით - ვაზნის ჩანაცვლება  ბეჭდვის სათავეში შეიძლება გაკეთდეს  ერთ  წუთზე  ნაკლებ დროში და სერვისის ინჟინრის გამოძახების გარეშე.
  • მოქნილობა - რამოდენიმე  თავის მეშვეობით  ბეჭდვა  ერთდროულად, შავი ფერის მელნის შეცვლა  ფერადით  ხდება მხოლოდ კარტრიჯის ჩანაცვლებით.  
  • ეკონომიურობა - დაბალი საექსპლუატაციო ღირებულება, მარტივი, სწრაფი და მელნის სუფთად  შეცვლის პროცედურა, გამორეცხვისა და  გათბობის აუცილებლობის არ ქონა   ამცირებს ჩართვა-გამორთვის  დროს



როგორ მუშაობს ?

კომპანია  Domino-ს თერმული  ჭავლური პრინტერებში გამოიყენება კარტრიჯები, რომლებიც  ჩამონტაჟებულია  მასიური  პატარა  ელექტრონულად გათბობადი კამერებით, რომლებიც დამზადებულია ფოტოლიტოგრაფიით. სურათის შესაქმნელად, პრინტერი აგზავნის ელექტრულ პულსს გამათბობელი ელემენტების საშუალებით, რათა შეიქმნას ორთქლის მიკროფეთქება კამერებში  და შექმნას ბუშტები, რომლებიც მელნის წვეთებს მიაქვს საქშენებში. მელნის წვეთები განლაგდება ზუსტად  ბეჭდვის ზედაპირზე და იგი ქმნის ტექსტს, გრაფიკას ან შტრიხ-კოდებს.

 

TIJ.jpg