RU / GE

+995 555 00 43 38

Arcon Industries Georgia LLC

ტექნოლოგიის შესახებ

 

ტექნოლოგია საკმაოდ ახალია, მაგრამ იგი დამყარებულია უკვე გამოცდილ ტექნოლოგიებსა და მეთოდებზე. გადამხვევის მეშვეობით ეტიკეტი  მიეწოდება სპეციალურ დანაზე, რომელიც აცალკევებს მას და სხვადასხვა გადატანის მექანიზმების დახმარებით (კონტაქტური და უკონტაქტო) აწებებს მას შეფუთვაზე. ეტიკეტირების მოწყობილობას მინიმალური დრო სჭირდება სახარჯი მასალების შესაცვლელად და მინიმალური სამონტაჟო სივრცე. ამ ტექნოლოგიის დანერგვა შესაძლებელია ნებისმიერ საწარმოო ხაზში. 

პრინტერები - აპლიკატორები Ventus

Ventus-ის ეტიკეტირების აპარატები შექმნილია რეალური დროის რეჟიმში სხვადასხვა ფორმატის  თვითწებვადი ეტიკეტის ბეჭდვისა და დაწებებისთვის ტარაზე/კონტეინერებზე.   ეტიკეტირების დანადგარს აქვს კომპაქტური მოდულური დიზაინი, რაც აადვილებს წარმოებაში მის ინტეგრირებას. ეტიკეტები ხასიათდება მაღალი ხარისხით და საიმედოობით, ეკონომიური ლენტის მოხმარებით და ფუნქციონირებით. მარკირების ერთ დანადგარს  შეუძლია გადაჭრას პროდუქციის ეტიკეტირების დავალების  ფართო სპექტრი.

პრინტერი Ventus 510A   არის პნევმატური ჰაერის ეტიკეტორი.

პრინტერი Ventus 610A პნევმატიური ეტიკეტირების მანქანა, გამოსაწევი  დგუშით.

პრინტერი Ventus 810A პნევმატური  ეტიკეტორი პალეტებზე მარკირებისთვის. 

პრინტერი Ventus 910A - პნევმატური  ეტიკეტირების აპარატი ჭდევანით. 

პრინტერი Ventus 1010A - პნევმატური  ეტიკეტორი, რომელიც  განკუთვნილია უკანა და წინა მხარეზე  დასაწებებლად. 

ნებისმიერი Ventus-ის  ეტიკეტირების აპარატის  შეკვეთა შესაძლებელია შესრულების როგორც მარჯვენა ისე მარცხენამხრივი ვარიანტში. 
 

Ventus-ის ეტიკეტირების დანადგარის  საექსპლუატაციო  მახასიათებლები:

 
  •  მუშაობა პროცესორის კონტროლის ქვეშ
  • Ethernet, LPT, RS232, WLAN– ის ხელმისაწვდომობა
  • პერსონალიზაციის შესაძლებლობა კლავიატურის და ეკრანის გამოყენებით.
     

აპლიკატორები Collamat

ეტიკეტირების სისტემა Collamat შექმნილია თავად პროდუქტზე  ან მის შეფუთვაზე  ეტიკეტის  სუფთად დაწებებისთვის.  ეტიკეტის  წინასწარ დაბეჭდვა შესაძლებელია სტამბაში, ან შესაძლებელია ბეჭდვის განყოფილების დაყენება, რომ ეტიკეტზე ინფორმაცია დატანებული იქნეს მის  გამოყენებამდე.  ეტიკეტი  შეიძლება დაწებდეს პროდუქტის ერთ (ზედა, ქვედა, მხარეს) ან რამდენიმე მხარეს.

პრინტერები-აპლიკატორები  Domino M- Series

Domino M- Series პრინტერები - აპლიკატორები მაღალტექნოლოგიური კომპაქტური მოწყობილობებია, რომლებიც შექმნილია ეტიკეტის დასაბეჭდად და პროდუქტის შეფუთვაზე დასაწებებლად.   ეს მოწყობილობები საშუალებას გაძლევთ დაბეჭდოთ ცვლადი ინფორმაცია და შეძლოთ პროდუქტის ეტიკეტირების პრობლემის გადაჭრა.

მარკირების მოწყობილობა INTREX

INTREX წარმოადგენს მარკირების თავებს,  რომლებიც შექმნილია მარტივი ამოცანებისთვის, აგრეთვე კომპლექსური ავტომატური ეტიკეტირების სისტემები, რომელთა შესრულება და კონფიგურაცია აკმაყოფილებს კლიენტის საჭიროებებსა და მოთხოვნებს.