RU / GE

+995 555 00 43 38

Arcon Industries Georgia LLC

ტექნოლოგიის შესახებ

Naz.png

 

უფრო და უფრო მეტი საწარმოები, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან  მაღალხარისხოვან მარკირებაზე,  მინიმალურ საოპერაციო ხარჯებსა და ექსპლუატაციის სიმარტივეზე,   უპირატესობას ანიჭებენ  გამოიყენონ  ლაზერული მარკირება.   მოქმედების პრინციპი ემყარება ლაზერული სხივის გავლას მიმართულების მიმცემი (მიმმართველი)  სარკეების და ფოკუსური ლინზების სისტემაში .სწორედ მათი დახმარებით, ლაზერის სხივი გადადის პროდუქტის სუბსტრატზე თხელი ზედაპირული ფენის დაწვა ან მასალის  დაწვა  ქმნის  მქრქალ (ე.წ. „матовый“)  ნაბეჭდს და შედეგად ვიღებთ  მაღალკონტრასტულ, მუდმივ გამოსახულებას.

Domino UK არის "პიონერი" და ამჟამად ყველაზე დიდი დეველოპერი და მწარმოებელი CO2 ლაზერული მარკირების სისტემების მსოფლიოში.  საკუთარი კვლევების  შედეგების დაგროვებითა  და პრაქტიკაში გამოყენებით, Domino -მ   შექმნა ლაზერული კოდირების სისტემები, რომლებმაც შექმნეს ინდუსტრიული  ახალი  სტანდარტები.

როგორ მუშაობს იგი?

ინფრაწითელი ლაზერის სხივი "ტუმბოს" მილში, რომელიც ივსება ნახშირორჟანგით და იკეტება ერთ ბოლოში არა გამჭვირვალე  სარკეებით, ხოლო მეორეზე ნახევრად გამჭვირვალე სარკეებით.  ლაზერული გამოსხივების ზოგიერთი  ნაწილი გადის ნახევრად გამჭვირვალე სარკეში და სხივის მიწოდების სისტემაში ხვდება მიმმართველი  სარკეებით.  წყვილი კონტროლირებადი სარკეებისა და დამატებითი ფოკუსის ობიექტივის გამოყენებით, ლაზერის სხივი განთავსებულია პროდუქტის ზედაპირზე  და აორთქლებს პროდუქტის საფარის ზედაპირულ ფენას,  ახდენს  სუბსტრატის გამოვლენას (შეღებილი ზედაპირის შემთხვევაში)  ან ზედაპირის პოლიმერიზაციას, ხდის მას მქრქალს (მატოვის)  (PET ან მინის შემთხვევაში). ამ გზით მიიღება მუდმივი და წარუშლელი გამოსახულება.

ვექტორული ლაზერული სისტემები

კომპანია Domino– მ შეიმუშავა ვექტორული ლაზერული მარკირების პრინტერები, რომელთაც შეუძლიათ ბეჭდონ  მუდმივი და ცვალებადი ტექსტი, გრაფიკა და შტრიხკოდები ყველა სახის მასალაზე, მათ შორის: პლასტმასზე, მინაზე, ქაღალდზე, მუყაოზე და ა.შ. ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა მარკირება განხორციელდეს  როგორც მოძრაობაში, ასევე სტატიკაში.

ლაზერული მარკირების მოწყობილობა არ საჭიროებს სახარჯ მასალებს; აქ არ არის არანაირი მელანი ან სხვა სითხეები, თვითონ სისტემები კი მუშაობენ მარტივად და სწრაფად ანაზღაურდებადია.

ტექნოლოგიის უპირატესობა

·         ლაზერული ბეჭდვა მუყაოს შეფუთვაზე
·         ბეჭდვის მაღალი ხარისხი
·        ბეჭდვის ხარისხი შეესაბამება სტატიკურადაც და დინამიურადაც
·         ბეჭდვა ნებისმიერი მიმართულებით
·         გრაფიკის ბეჭდვის მაქსიმალური შესაძლებლობები
·         მინიმალური  ხარჯები ტექნიკურ მომსახურებაზე და გამოყენების სიმარტივე 

ჩვენ გთავაზობთ ლაზერული მარკირების გადაწყვეტილებებს ყველა ინდუსტრიისთვის.


9-D.png