RU / GE

Arcon Industries Georgia LLC

თერმული გადაცემის ბეჭდვა - პროდუქტის ეტიკეტზე ტექსტური ან გრაფიკული ინფორმაციის დატანების  ერთ – ერთი მეთოდია.  მელნის გადატანა ხდება  როდესაც  თერმული პრინტერზე ეტიკეტის  შეხების წერტილთან თერმული გადაცემის ლენტი (რიბონი) ადგილობრივად გახურდება  120-190 ° С ტემპერატურამდე.  რიბონი,  რომელიც ინფორმაციის შუალედური მატარებელია, ოთახის ტემპერატურაზე მშრალი რჩება.  

თერმული გადაცემის ეტიკეტები გთავაზობთ შემდეგ უპირატესობებს: 

  • ტექსტისა და გრაფიკული გამოსახულების  მკაფიობა;  
  • ტემპერატურისა და სხვა ზემოქმედების მიმართ გამძლეობა; 
  • ქაღალდის, ფილმის, სინთეზური მასალების მარკირების შესაძლებლობა.

თერმული პრინტერი გვაძლევს  შესაძლობლობას  გადავჭრათ პროდუქტის მარკირებასთან დაკავშირებული   ფართო  სპექტრის ამოცანები.   ტექსტის ან გამოსახულების ამ მეთოდის  გამოყენებით შეგიძლიათ აირჩიოთ ლენტის ტიპი  ისე, რომ მასზე დაბეჭდილი ეტიკეტი იყოს გამძლე ცვეთადობაზე, წყლისა და ქიმიური ნივთიერებების (მაგალითად,გამწმენდ საშუალებებზე) ზემოქმედებაზე.   თერმული გადაცემის პრინტერები მარტივად შეიძლება დამონტაჟდეს ნებისმიერ საწარმოო ხაზზე. 

კონსტრუქციის  მობილობისა და ერგონომიურობის  წყალობით პრინტერის საბეჭდი მოწყობილობა  შეიძლება დამონტაჟდეს ჰორიზონტალური  ან ვერტიკალური  შეფუთვის სისტემაში.

თერმული პრინტერი აღჭურვილია საიმედო დამაგრების სისტემით, ჩაშენებული კოდირებით,  რაც შეფუთვის მასალის გაწევის პროცესის სინქრონიზაციის საშუალებას გაძლევთ  მარკირების დატანებით.  დამატებითი პარამეტრის  სახით  პრინტერს აქვს  წარმმართველი გორგოლაჭები.